Saturday, October 14, 2017

დღე-მე-9


 შეჯამდა დავალებები,ვისაუბრეთ ზოგადად  ამ ტრენინგის მნიშვნელობაზე ,გამოითქვა მოსაზრებები ,ავღნიშნე ,რომ ეს ტრენინგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო,დავეუფლე შესაბამის ტექნოლოგიებს,სასწავლო პროექტის გეგმის შედგენა,სიღღმისეული წვდომა ჩემთვის ერთგვარი სახელმძღვანელოა ,როცა ვიცი რა გავაკეთო და როგორ გავაკეთო , ეს მნიშვნელოვნად დამეხმარება სწავლების უკეთ წარმართვაში. ვეცდები ის რაც აქ ვისწავლე , წარმატებით განვახორციელო ჩემს ბავშვებთან .
შეფასების რუბრიკების ცოდნაში აუცილებელია ერკვეოდეს ყველა პედაგოგი.
მადლობა გაწეული შრომისთვის ჩვენს მწვრთნელს ,რომელიც გამოირჩევა პროფესიონალიზმით,  უშუალო დამოკიდებულებით და საქმისადმი დიდი პასუხის
მგებლობით.
გვანცა შეგვიყვარდი....

Sunday, October 8, 2017

დღე-მე-8
განვიხილეთ პროექტის სრული გეგმა ,ვისაუბრეთ პროექტის პრეზენტაციის ნაწილზე,გაიმართა დისკუსია,  გამოითქვა განსხვავებული მოსაზრებები.
ვიმსჯელეთ საკითხზე ,როგორ შევქმნათ ტექნიკური რესურსები რომ მოსწავლე გახდეს თვითრეგულირებადი.ვისწავლე საქაღალდეს ჩაშენება.
ჩემი ცნობიერება ამ მიმართულებით საკმაოდ ამაღლდა.

Saturday, October 7, 2017

პროექტის მე-7 დღეს წარმოვადგინე მოსწავლეზე ორიენტირებული პრეზენტაცია, მოვისმინე ალტერნატიული ვარიანტები,გაიმართა დებატები.
ვიმუშავეთ გეგმის სრული ვერსიის შემუშავებაზე.განვიხილეთ საკითხი, როგორ შევადგინოთ გეგმა, რომელიც მოსწავლეთა წარმატებისკენაა მიმართული.მიზანია ის ,,რომ  ყველა მოსწავლის საჭიროება, განსხვავებული ინტელექტი იყოს გათვალისწინებული,რათა მივაღწიოთ დასაზულ მიზნებს.

Saturday, September 30, 2017

დღე-მე-5


გავაკეთეგეგმაში მცირეოდენი ჩასწორება , ვისწავლეონლაინკორაბორაციული საშუალებების გმოყენება. გავეცანი საკითხს ,როგორ დავიცვათ  საავტორო უფლებები პრეზენტაციის დროს.გაკეთდა პრაქტიკული სამუსაო როგორ მოვირგოთ მოსწავლის როლი პრეზენტაციის დროს.